English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლევან საბაურინადეჟდა კვატაშიძე
სესხის და კაპიტალის ფინანსური ინსტრუმენტების ზოგიერთი ასპექტი

ფი­ნან­სუ­რი ინსტრუმენტები არის ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს როგორც ერთი საწარმოს ფინანსურ აქტივს, ასევე მეორე საწარმოს ფინანსურ ვალდებულებას ან წილობრივ ინსტრუმენტს. ხშირ შემთხვევაში ხელშეკრულებაში ნათლად არ ჩანს რასთან აქვს საწარმოს საქმე - ფინანსურ ვალდებულებასთან, თუ წილობრივ ინსტრუმენტთან. სასესხო და  წილობრივი ინსტრუმენტების ემისია ხდება სხვადასხვა პირობებით, რაც განსაზღვრავს ინსტრუმენტის რეალურ ეკონომიკურ შინაარს.  მათი აღიარების, შეფასების და აღრიცხვის წესი მნიშვნელოვნად განსხვავდება, ხოლო მათი სწორი კლასიფიკაცია გავლენას ახდენს ფინანსურ კოეფიციენტებზე და ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლების მიერ გაკეთებულ დასკვნებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია ყველა ფინანსური ინსტრუმენტების სწორად იდენტიფიცირება, შეფასება და ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.

საკვანძო სიტყვები: ფინანსური ინსტრუმენტები, სასესხო ინსტრუმენტები, წილობრივი ინსტრუმენტები, რთული ფინანსური ინსტრუმენტები, ოფციონი.